გაკვეთილის მთავარი თემა
|
ხალხური ზღაპარი ,,რწყილი და ჭიანჭველა“
|
სწავლების საფეხური
|
IV კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
27 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
გაწაფული
და გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევების დაუფლება
ქ.მ.IV.1. მოსწავლეს შეუძლია
მასწავლებლის მითითებისა და ინსტრუქციების გაგება
·
სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე, ასრულებს
ინსტრუქციებს.
ქ.მ.IV.8. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობითი ხასიათის
ილუსტრირებული ტექსტის (ადაპტირებული ზღაპარი) წაკითხვა და გაგება.
·
ამოიცნობს პერსონაჟებს;
·
ამოიცნობს მოვლენათა
თანმიმდევრობა;
·
მოძებნის ტექსტში ილუსტრაციის შესაბამის ეპიზოდს;
·
განარჩევს ტექსტში ავტორისა და პერსონაჟების სიტყვებს;
·
განარჩევს დიალოგსა და
თხრობას .
ქ.მ.IV.10. მოსწავლეს
გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ფლობის
ელემენტარული უნარ-ჩვევა.
·
თავისუფლად კითხულობს მცირე ზომის ნაცნობ ტექსტს;
·
წინადადების დასრულებას გამოხატავს შესაბამისი ინტონაციით.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან წიგნის შემადგენელი ნაწილები:
ყდა, ილუსტრაცია, ტექსტი. საჩვენებელი კითხვით მოსმენილი აქვთ მოცემული ტექსტი.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მკითხველის თეატრის თვითშეფასებითა და განმავითარებელი შეფასებით შეჯამება (გამართული კითხვის რუბრიკის გამოყენებით).
მეორე აქტივობაში მოსწავლეთა ნამუშევრებისა და ჩართულობის
მიხედვით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
G-Pried-ის პოსტერები,
ქართული ხალხური ზღაპრები, ილუსტრაციები
და ტექსტები.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები - ცოდნის ათვისებისა
და უნარების მიხედვით
გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები/სტრატეგიები/აქტივობები:
გაკვეთილის მსვლელობა სამფაზიანი მოდელის მიხედვით
I ფაზა: მოსწავლეები
იხსენებენ ნაწარმოების ავტორს, სათაურსა და პერსონაჟებს. მასწავლებელი აცნობს გაკბეთილის
მიზანს და მიზნისთვის შერჩეულ სტრატეგიას (მკითხველის თეატრს).
II ფაზა: მოსწავლეებს
ვყოფთ ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფს ვუნაწილებთ როლებს, ვურიგებთ ტექსტს და ვუკეტებთ შესაფერის
რეკვიზიტებს. მეორე ჯგუფს მასწავლებელი ურიგებს სტიკერებსა და თაბახის ფურცლებს,
რომლითაც ისინი შეაფასებენ თანაკლასელთა წარმოდგენას.
III ფაზა: აქტივობის
დასრულების შემდეგ პირველი ჯგუფი აკეთებს თვითშეფასებას, მეორე - აფასებს მონაწილე
მოსწავლეებს. მასწავლებელი აჯამებს მათ შეფასებებს.
მეორე ფაზის შედეგიანობის გამოსავლენად მასწავლებელი
სხვაგვარად აჯგუფებს მოსწავლეებს აძლევს ახალი აქტივობის ინსტრუქციას.ორივე ჯგუფს
ურიგდება თანაბარი რაოდენობის ილუსტრაციები და დანაწევრებული ტექსტი. მოსწავლეებმა
უნდა მიუსადაგონ ერთმანეთს და გააკეთონ პრეზენტაცია.შედეგად, იქმნება დიდიდ წიგნი
ყდის გარეშე. მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, შექმნან წიგნის ყდა სათანადო ელემენტებით
(ავტორი, ილუსტრაცია, სახელწოდება).
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment